ცვლილებები

Published January 3, 2012 by crazyliz

ცვლილებები – ეს სიტყვა საზოგადოების უმეტესობაში შიშს აღძრავს. მიხარია რომ ხალხის ამ კატეგორია არ მივეკუთვნები. მე არ მეშინია ექსპერიმენტების – თმის შეჭრის, შეღებვის, სტილის რადიკალურად შეცვლის. მინდა გადავხედო ამ სამ საკითხს და განვიხილო ჩემს მაგალითზე.

თმის შეჭრა

თმის შეჭრა – ეს გოგონებს განსაკუთრებიტ აშინებს. მათ ეშინიათ რომ ახალი ვარცხნილობა არ მოუხდებათ, გაასუქებთ/გაახდომებთ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში შიშით მაგრამ მაინც გადადგმული ნაბიჯი სწორი აღმოჩნდება ხოლმე. როგორც თავში აღვნიშნე, არ მეშინია სტილისა და თმის ვარცხნილობის შეცვლის. თვეში რამდენჯერმე ვიჭრი თმას სხვადასხვანაირად. უფრო მეტად  ჩემი ექსპერიმენტები ‘წარმატებით’ სრულდება ხოლმე :) )). როგორც წესი, ვარცხნილობებს ვარსკვლავებისა და მოდელების მაგალითზე ვარჩევ ხოლმე, შემოგთავაზებთ ჩემს თავზე გამოცდილ რამდენიმე ვარცხნილობას (იქნებ დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში და ნაკლებად შეგეშინდეთ თმის შეჭრის.)

Image

Image

Image

 

თმის შეღებვა

სიმართლე რომ გითხრათ თმა არასდროს შემიღებია, რადგან ჩემი ბუნებრივი თმის ფერი სრულიად მაკმაყოფილებს. მინდა გითხრათ რომ არც შეღებვის უნდა გეშინოდეთ. ყველაფერს ასეთი თვალით უნდა შეხედოთ – ყველაფრის შეცვლა შემიძლია, შევიღებავ (ამ შემთხვევაში) თმას, თუ არ მომეწონა ისევ ჩემს ძველ ფერს დავიბრუნებ. ეს პრინციპი ცხოვრებაში ბევრჯერ დამეხმარა, არც თქვენ გაწყენთ :) ))

 

სტილის შეცვლა

რაც შეეხება სტილს, ესაა რაღაც რაც აქვს ყველას ინდივიდუალური. ერთნაირი სტილის მქონე ადამიანი არ არსებობს და თუ არსებობს იმიტომ რომ ერთი მეორეს ბაძავს, რაც სრული მარაზმია! ბევრს არ ვილაპარაკებ ეს უკვდავი წინადადება თავისას იტყვის -

They can be better, they can be worth, but they won’t ever be YOU!

Fucking 2012

Published January 2, 2012 by crazyliz

ბევრი ამბობს 2012 ში სამყაროს დასასრული იქნებაო,  პლანეტა (რაღაც გაურკვეველი სახეწოდების) დაგვეჯახებაო, პლანეტები ერთ რიგში დადგებიანო… ასეთი სისულელეები არც 2011 ში ყოფილა დეფიციტში და ჩვენი ვითომდა ასტრონომები არც 2012ში მოგვაკლებენ. ასეთი აჟიოტაჟის გამომწვევი მიზეზი ჩემთვის ძალზედ სასაცილოა..თურმე იმიტომ უნდა ვინერვიულოთ რომ მაიას ტომში ’მოღვაწე’ ვიღაც შიზოფრენიკმა ქვაზე გამოსახა ცხრილი, რომლის ნიშნებიც ცალკეულ კალენდრულ პერიოდს აღნიშნავენ.მეცნიერებმა მისი შემონახული ნაწილის გაშიფვრა მაინც შეძლეს და დაადგინეს, რომ რამდენიმე გლიფი აღნიშნავს თარიღს, რომელიც თანამედროვე აღრიცხვით 2012 წელია (ეს თავიდან) ახლა კი ‘გაარკვიეს’ რომ თარიღი 2012 კი არა 4772 წელია…მგონი არცერთ მართლმადიდებელს არ უნდა სჯეროდეს 2012ის. მაგრამ პრესასა და ტელევიზიაში ყოველდღიურად ნიუსებმა სამყაროს აღსასრულის შესახებ გავლენა მაინც მოახდინა მოსახლეობაზე (რომელიც გაჟღერებულ ყველანაირ იდიოტობას იჯერებს) . მოკლედ რომ ვთქვა – 2012 ში სამყაროს დასასრული ნამდვილად არ მოგველის, თუ არ გჯერათ ეგეც მკიდია რადგან ჩემი ცხოვრების დევიზია - I don’t care.

ვერც ვხვდები რაა საშიში თუნდაც სამყაროს აღსასრულში? უბრალოდ მოვკვდებით სხვა არაფერი, მაგრამ ამაზე მხოლოდ ისინი ნერვიულობენ ვისაც სიკვდილი ეშინია..რა მნიშვნეობა აქვს 2012ში მოვკვდებით თუ 20 წლის შემდეგ? სიკვდილით რომ ყველა მოვკვდებიტ მაგაში ეჭვი გეპარებათ?? არ ვიცი რამდენად შევძელი იმის გადმოცემა რასაც ვფიქრობ, მაგრამ ხომ იცით – იმედი ბოლოს კვდება ))))Image

 

ის ხომ მდიდარია…

Published January 2, 2012 by crazyliz

ამ ბოლო დროს, ხშირად (უმეტესად მოხუცებისგან) მესმის ასეთი წინადადებები – “რა კარგ ბედში ჩავარდა, ცხოვრებაში არაფერი მოაკლდება ისეთ მდიდარს გაყვა ცოლად! “, “უფ რა მდიდარს გაყვაა, ყოჩაღ მაგას! ” და ასეთი უამრავი (იმდენი გახსენებაც რო გაგიჭირდება) . 

ასეთი ტექსტების გაგონებისას სულ მინდა დაუმტკიცო რომ ცდებიან მაგრამ ვხვდები აზრი არ აქვს… უბალოდ ძალიან მინდა ვთქვა რომ მთავარი სიმდიდრე არაა!! თუ წყვილს ერთმანეთი უყვარს დიდ გაჭირვებაშიც ბედნიერები იქნებიან. ჩემთვის კარგი ცხოვრება და ბედნიერება მდიდარი ქმრის ყოლა სულაც არაა. არ ვაპირებ ძველი თაობის მცდარი შეხედულებების გამო ‘მდიდარ’ კაცს გავყვე ცოლად. შეიძლეა ეხლა თქვათ რაა ამ პოსტის აზრი ვისაც უნდა იმას გაყვესო, მაგრამ, მე მინდა თქვენც დაინახოთ რომ ფული მთავარი არაა! მთავარი სიყვარულია. უამრავი ოჯახი მინახავს დანგრეული, და გაშორების მიზეზი კი ერთმანეთის ‘არსიყვარული’ იყო. ალბათ გამომწვევ მიზეზებს ხვდებით….არ დაინგრიოთ ცხოვრება ამ ფრაზის გამო – ‘ის ხომ მდიდარია’!

პირველი პოსტი

Published January 2, 2012 by crazyliz

პირველ რიგში გილოცავთ ახალ 2012 წელს!!! მომდევნო 12 თვე ყოფილიყოს ბედნიერებით, სიხარულითა და სიყვარულით აღსავსე! 2012 ყოფილიყოს თქვენთქვის დაუვიწყარი წელი!

Hello world!

Published January 2, 2012 by crazyliz

Welcome to WordPress.com. After you read this, you should delete and write your own post, with a new title above. Or hit Add New on the left (of the admin dashboard) to start a fresh post.

Here are some suggestions for your first post.

  1. You can find new ideas for what to blog about by reading the Daily Post.
  2. Add PressThis to your browser. It creates a new blog post for you about any interesting  page you read on the web.
  3. Make some changes to this page, and then hit preview on the right. You can always preview any post or edit it before you share it to the world.
Follow

Get every new post delivered to your Inbox.